Thursday, November 12, 2009




პროექტის სახელწოდება: “ თანადგომის ფერდობი”

პრობლემის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი):
გორის #8 საჯარო სკოლა მდებარეობს ქალაქის გარეუბანში, რომელსაც კვერნაქის დასახლება ჰქვია. გორის ცენტრალური ქუჩები სუფთავდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რაც კარგად ჩანს #8 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდობზე, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მოძრაობს. ეს ფერდობი ესაზღრება გორის ბავშვთა საავადმყოფოს, #16 საბავშვო ბაღს. ფერდობი დაბინძურებულია, აღმოცენებულია ეკლოვანი ბუჩქები, არის ანტისანიტარია, რაც ზეგავლენას ახდენს ბავშვთა, მოსახლეთა ჯანმრთელობაზე. სამწუხაროა, რომ მოსახლეობა მიეჩვია ამ მდგომარეობაში ცხოვრებას და ყურადღება აღარ ექცევა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სისუფთავის დაცვა, გარემოს მოვლა-პატრონობა, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა, ესთეტიკა.

საქართველოში 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შედეგად, ატენსა და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილმა ხანძრებმა უძვირფასესი ნარგავების განადგურება, ტყის ეკოსისტემის მოშლა გამოიწვია.


პროექტის მიზანი: პროექტის “თანადგომის ფერდობი” მიზანია #8 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფერდობის მოწესრიგება-განაშენიანებით სიმბოლური პატარა ტყე-პარკის შექმნა, საზოგადოებაში ესთეტიკური გემოვნების ამაღლება, პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება და გარემოს დაცვა-გაფრთხილების უნარ-ჩვევათა გამომუშავება.

ამოცანები:    1. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფერდობის                                                     განაშენიანება;

                             2. მოსწავლეებსა და საზოგადოებაში ეკოლოგიური განათლების                                            ამაღლება;
                             3. მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა.

ღონისძიებებისა და აქტივობების მოკლე აღწერა:

ამოცანა 1:   სკოლის მიმდებარე ტერიტორიეზე არსებული ფერდობის                                                      განაშენიანება.
ღონისძიება: ეკ. სუფთა, ესთეტიკურად ლამაზი ტყე-პარკის შექმნა.
საქმიანობა:
• ფერდობის გაწმენდა ქვა-ღორღისაგან, ნაგვისაგან, სადაც მონაწილეობას
მიიღებენ მოსწავლეები, მასწავლებლები, მათი მშობლები, მოხალისე ადამიანები.
• ფერდობის რელიეფის მოსწორება, მოგროვილი ქვებით ბილიკების მოპირკეთება, კიბის მოაჯირის შეღებვა.
• ზედმეტი ნარჩენების გატანა ქალაქის დასუფთავების სამსახურის დახმარებით.
• ნარგავების შერჩევა(გორის რაიონის გამგეობის, გარემოს დაცვის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური სამმართველოს დახმარებით), მათი ჩარგვა და ზრუნვა გასახარებლად.


ამოცანა 2: მოსწავლეებსა და საზოგადოებაში ეკოლოგიური განათლების                                               ამაღლება.
ღონისძიება: დისკუსია_სემინარი ეკოლოგიურ საკითხებზე. კონკურსები. 
საქმიანობა:
• ბუკლეტების მომზადება-გავრცელება.
• დისკუსიებზე ეკოლოგების, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, ექიმების მოწვევა და ჩართვა, მათი აზრის გათვალისწინება და საზოგადოების ინფორმირება.
• კონკურსი მოსწავლეთა შორის შემდეგი პროექტების შემუშავებაზე: “ ნუ დააბინძურებ გარემოს!”, “ეკ. სუფთა გარემო_ჩვენი საერთო საზრუნავია”, “საქართველოს ნაკრძალები და მათი მნიშვნელობა”, “გადამწვარი ტყე _ კატასტროფა!” და სხვა.


ამოცანა 3: მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
ღონისძიება I: კონკურსები.
საქმიანობა: კონკურსი საკლასო გაზეთებს(ეკოლოგიურ თემაზე)შორის. საკლასო
გაზეთების, ნახატების, ფოტოების გამოფენა.
  კონკურსებში გამოვლენილი მოსწავლეების დაჯილდოება.
ღონისძიება II: მუსიკალურ-თეატრალური კომპოზიცია “ უღრანი ტყის ზღაპარი”
საქმიანობები:
• მოსწავლეთა შერჩევა მოცემული ღონისძიებისათვის პედაგოგთა მიერ და მომზადება.
• მუსიკალურ-თეატრალური კომპოზიციის “უღრანი ტყის ზღაპარი” მუსიკალურ-მხატვრული გაფორმება.
• ტყე-პარკის საზეიმო გახსნა და პროექტში “თანადგომის ფერდობი” მონაწილე ადამიანებისა და ორგანიზაციების მოწვევა.


პროექტის შესრულების განრიგი და სამუშაო გეგმა

I ეტაპი _ მოსამზადებელი სამუშაოები,საზოგადოების ინფორმირება.
დაწყებითი კლასების პედაგოგიკა-მეთოდიკის კათედრის პედაგოგები წარმოადგენენ საკუთარ სადამრიგებლო კლასებში არსებული კარგი მეტყველებით გამორჩეულ, მუსიკალურ მოსწავლეთა სიას. პედაგოგების მიერ მოხდება მოსწავლეთა შერჩევა, რომლებიც ჩაერთვებიან მუსიკალურ-თეატრალურ კომპოზიციაში “უღრანი ტყის ზღაპარი”. სცენარის შედგენაზე, მუსიკალურ-მხატვრულ გაფორმებაზე იზრუნებენ პედაგოგები. ჩაერთობიან დაინტერესებული მშობლებიც.

იმისათვის, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს პროექტში “თანადგომის ფერდობი”, მოვიწვევთ VIII საჯარო სკოლის მშობელთა და მოსწავლეთა საერთო კრებას, სადაც მოხდება პროექტის პრეზენტაცია, დაგეგმილი ჩასატარებელი სამუშაოებისა და ღონისძიებების გაცნობა. დავარიგებთ ბუკლეტებს. გამოვცემთ ასევე სარეკლამო ბარათებს. პროექტში გათვალისწინებულია სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფერდობის გაწმენდა-განაშენიანება. ზოგიერთი სამუშაო იქნება მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლებისათვის რთული შესასრულებელი. მაგალითად, ფერდობის გარკვეულ ადგილებში ამოსულია ასკილის ეკლოვანი ბუჩქები, რასაც ამოძირკვა სჭირდება, ასევე ფერდობის უსწორმასწორო რელიეფის მოსწორება და ტერასების შექმნა. ამ სამუშაოებზე დახმარების მიზნით, ბუკლეტებსა და სარეკლამო ბარათებში განვათავსებთ თხოვნას მოხალისეების შეგროვების შესახებ. მოხალისეთა რეგისტრაცია იწარმოებს სკოლაში სამეურვეო საბჭოს მიერ, რომელიც შემდეგ გადაანაწილებს მოხალისეთა შორის სამუშაო ფუნქციებს. Aამავე კრებაზე იქნება გამოცხადებული კონკურსები პროექტის “თანადგომის ფერდობი” ფორმატში:
ა) კონკურსი მოსწავლეთა პროექტებზე: “ნუ დააბინძურებ გარემოს”, “ეკ. სუფთა გარემო ჩვენი საერთო საზრუნავია”,”საქართველოს ნაკრძალები და მათი მნიშვნელობა”, “გადამწვარი ტყე _ კატასტროფა!” და ა.შ.
ბ) კონკურსი _ საკლასო გაზეთი ეკოლოგიურ თემაზე. გაზეთი უნდა წარმოადგინოს VIII საჯარო სკოლის ყოველმა კლასმა.
გ) კონკურსი - მოსწავლეთა ნახატები, ფოტოები, თხზულებები, ლექსები ეკოლოგიურ და საქართველოში აგვისტოში განვითარებული მოვლენების შესახებ.

II ეტაპი _ ფერდობის გაწმენდა-გასუფთავება და განაშენიანება.
სკოლაში გამოცხადდება ფერდობზე მუშაობის განრიგი და გრაფიკი. დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს VIII სკოლის ყველა კლასის მოსწავლე და პედაგოგი, ასევე დაინტერესებული მშობლები. კლასებს გამოყოფილი ექნებათ პატარ-პატარა ზონები, სადაც უნდა აიკრიფოს ნაგავი და ქვები. Aამის შემდეგ მაღალი კლასის მოსწავლეების, მოხალისეებისა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელთა(გამგეობის მითითებით) დახმარებით მოხდება ეკლოვანი ბუჩქების ამოძირკვა და რელიეფის გადასწორება, ტერასების გამოყვანა. დაიწყება ნარგავების შემოტანა და განაშენიანება. Nნარგავებს ჩარგავენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. ნარგავებისათვის შესაფერისი ადგილის შერჩევის, გაფორმებისა და მოვლა-პატრონობისათვის გვექნება კონსულტაციები გორის განწვანების სამსახურთან, მათ დიზაინერებთან.

III ეტაპი _ ღონისძიებათა კვირეული.
ბოლო კვირა გამოცხადდება პროექტის “თანადგომის ფერდობი” შემაჯამებელ კვირეულად.
I დღე _ ჩატარდება საკლასო გაზეთების პრეზენტაცია. VIII საჯარო სკოლის ყოველი კლასი წარმოადგენს საკლასო გაზეთს ეკოლოგიურ თემაზე. გამოვლინდება სამი გამარჯვებული, შესაბამისად სწავლების სხვადასხვა საფეხურზე. გაზეთები შესრულდება დიდ ფორმატებზე. Aმავე დღეს მოეწყობა მოსწავლეთა ნახატების, ფოტოების, ნამუშევრების გამოფენა.
II დღე _ ჩატარდება დისკუსია თემაზე “თანადგომის ფერდობი”. Dდისკუსიას დაესწრებიან ეკოლოგები, ექიმები, მეხანძრეები(რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბორჯომსა და ატენში საომარი მოქმედებების შედეგად გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციაში), მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლები. აქვე მოხდება მოსწავლეთა მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაცია. თითოეული მოსწავლე თვითონ წარადგენს საკუთარ პროექტს და მოკლედ მიმოიხილავს.
III დღე _ ჩატარდება დისკუსია თემაზე “სოს! _ ნაღმები”. დისკუსია წარიმართება ნაღმების, როგორც გარემოს დაბინძურების კიდევ ერთ-ერთ მწვავე მიმართულებაზე, რაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად მნიშვნელოვან პრობლემად იქცა ჩვენს რეგიონში. დისკუსიაზე მოვიწვევთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველთა დეპარტამენტის წარმომადგენლებს.
IV დღე _ ჩატარდება მოსწავლეთა მუსიკალურ-თეატრალური კომპოზიცია “ უღრანი ტყის ზღაპარი”. კომპოზიციის მომზადებასა და მუსიკალურ-მხატვრულ გაფორმებაზე იზრუნებს დაწყებითი კლასების კათედრა. ამავე დღეს მოხდება ფერდობზე გაშენებული ტყე-პარკის საზეიმო გახსნა. დაჯილდოვდებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც გაიმარჯვეს პროექტში, წარადგინეს საუკეთესო საკლასო გაზეთი, ნახატები. დასახელდებიან ის მოხალისე ადამიანები, თემის წარმომადგენლები, მშობლები, პედაგოგები, მოსწავლეები, რომლებმაც განსაკუთრებული თანადგომა და აქტიურობა გამოიჩინეს ფერდობის გაწმენდა-განაშენიანების სამუშაოებში, ის ორგანიზაციები, რომელთა დახმარებითაც განხორციელდა პროექტი “თანადგომის ფერდობი”.
მოვიწვევთ ადგილობრივი ტელევიზიის, პრესის წარმომადგენლებს.


მიზნობრივი ჯგუფები: #8 საჯარო სკოლის პედ.კოლექტივი, მშობლები,
                                                      მოსწავლეები


ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლემ უნდა შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩარეთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები;
მიეცეს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა;


მართვასა და ორგანიზებაში ჩართული პირები არიან:
ნანა ედიშერაშვილი _VIII საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
გულქან ჩხაიძე _VIII საჯარო სკოლის დირექტორი.
გორის გამწვანების სამსახურის უფროსი: ვასილ წკრიალაშვილი;
გორის არქიტექტორი: ზურაბ ჯალაღანია.
VIII საჯარო სკოლის სამურვეო საბჭო,
VIII საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგიკა-მეთოდიკის კათედრა (პედაგოგები: დ.როსტომაშვილი, ვ.სომხიშვილი, ლ.პაპიტაშვილი, ლ.მშვიდობაძე, ნ.გამსახურდაშვილი. ს.ვარძელაშვილი),

VIII საჯარო სკოლის მშობელთა კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმმართველობა.

  

პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დრო:    3 თვე

  

მოსალოდნელი შედეგები: 

    . გორში, კვერნაქის დასახლების ტერიტორიაზე, #8 საჯარო სკოლასთან არსებულ დაბინძურებულ ფერდობზე შეიქმნება პატარა ტყე-პარკი.

    საზოგადოება გაითავისებს გარემოს დაბინძურებითა და ნარგავების განადგურებით გამოწვეულ ეკ. პრობლემებს. მოსწავლეები თვითონ განახორციელებენ ფერდობის დასუფთავების, დაცვა-მოვლის სამუშაოებს და სამომავლოდაც იზრუნებენ საერთოდ მთელი ქალაქის მოვლაზე.

                  ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია ეკოლოგიის სწავლებაში, რაც ეროვნული                              სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული. შესაბამისად გაიზრდება                                           მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, დისციპლინა.


მონიტორინგი



შეფასება



პროექტის თვითშეფასების ანგარიში:

თვითშეფასების მიზნით გამოვყოფთ 4 კრიტერიუმს, რომელთა შესრულების პროცენტული შეფარდებით შეფასდება მოცემული პროექტი. თვითშეფასების ანგარიშს აწარმოებს #8 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო.

1.     #8 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ტყე-პარკი  30%;

2.    მოსწავლეების აქტივობა 30%;

3.    ეკ. განათლების ამაღლება და გარემოს დაცვა-გაფრთხილების უნარ-ჩვევათა გამომუშავება 20%;

4.    მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა 20%;

  პროექტი წარმატებულად ჩაითვლება, თუ კრიტერიუმთა თანაფარდობა შეადგენს 70%-.

 

პროექტის განხორციელების ადგილი:   გორი1400, #8 საჯარო სკოლა,                                                                                                                  პეტრიაშვილის #45

                                                                                       ტელ: 8(270)72508,

                                                                                       ელ. ფოსტა:8skola@rambler.ru


პროექტის ფასილიტატორი:  ნანა ედიშერაშვილი_გორის VIII საჯარო  სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი,   ელ. ფოსტა: nana.edisherashvili@Gmail.com